სამართალი
შსს-ს ცნობით, 22 ივლისს ბათუმში მომხდარ 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე 1985 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე მოჰამადამინ რუინთანია, რომელიც საქართველოში სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან 23 ივნისს შემოვიდა და 22 ივლისს, 19:22 საათზე, საქართველოს ტერიტორია ასევე სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით დატოვა.
აღნიშნული პირის დასაკავებლად შინაგან საქმეთა სამინისტრო თურქ კოლეგებთან მოლაპარაკებას აწარმოებს.