სამართალი
საქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის მრჩევლის, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თომას ჰამარბერგის დასკვნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ის მასალები, რომლებიც სასამართლოსთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს. თუმცა, სასამართლოსთვის გამოსადეგი მასალები არ უნდა დაიკარგოს. სასამართლოსთვის მტკიცებულებად შემონახული ერთ–ერთი ჩანაწერის ანონიმურობა კი უმკაცრესად უნდა იყოს დაცული.
ამასთან, ჰამარბერგის შეფასებით, ამ მასალების განადგურებაში განსაკუთრებული როლი ეკისრებათ სპეციალური კომისიის წევრებს, რომლებმაც მასალების განადგურების შემდეგ დოკუმენტურად უნდა დაადასტურონ მათი არსებობა.