“მე კარგად ვიცი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რამაზანის თვე თითოეული მუსლიმანისთვის. ვიცი, რომ ამ დროს თქვენ განსაკუთრებული მონდომებით ასრულებთ ღვთისმსახურებს, ეხმარებით უმწეოებს, ავადმყოფებს, ობლებს, და ეს ძალიან დიდი მადლია.
ჩემო ძმებო, მართალია, ჩვენ განსხვავებული სარწმუნოება გვაქვს, მაგრამ სწორედ ეს განსხვავებულობაა ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, რომლის გარეშეც საქართველოს არსებობა წარმოუდგენელია. ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს და მე დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველოს კეთილდღეობასა და წინსვლაში.
კიდევ ერთხელ, სულითა და გულით გისურვებთ, რომ ამ თვემ თითოეულ თქვენგანს, თქვენს ოჯახებს მოუტანოს სულიერი სიმშვიდე, ბედნიერება. ასევე მინდა წინასწარ მოგილოცოთ რამაზან-ბაირამი. გისურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გუშინწინ კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რობერტ სტურუას უმასპინძლა. რობერტ სტურუას წელს დაბადებიდან 75 წელი უსრულდება. ამასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა დიდ ქართველ რეჟისორს დღეგრძელობა და ხანგრძლივი შემოქმედებითი ცხოვრება უსურვა.