აქტუალური
საქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1971 წ. დაბ. გია ე. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „АКМ“ მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „მაკაროვის“ ტიპის პისტოლეტი, ორი მჭიდი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.