აქტუალური
შსს–მ პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ბრალდებით 8 პირი დააკავა

1-prost-mtსაქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი. ბათუმის საქალაქო სამმართველოს ცენტრალური აპარატის და ბათუმის საქალაქო სამმართველოს 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა, ბათუმში რამდენიმე ადგილას ერთდროულად ჩატარებული ოპერატიული-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ბრალდებით სამი სხვადასხვა სასტუმროს და ერთი კაფე-ბარის დროებითი მფლობელები, იქ მომუშავე რამდენიმე პირი და, ასევე, ერთ–ერთი ბინის მეპატრონე დააკავეს.
დაკავებული არიან: ბათუმის აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე სასტუმრო 
„ელეგანტის“ დროებითი მფლობელი - 1990 წ. დაბ. თურქეთის მოქალაქე ბურთან ე., ამავე სასტუმროს დირექტორი - 1974 წ. დაბ. გიორგი მ.ადმინისტრატორი - 1966 წ. დაბ. ანასტასია ხ., სასტუმროს თანამშრომელი - 1974 წ. დაბ. თურქეთის მოქალაქე გუმუტ კ., ბათუმში, რურუას ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ნინის“ მფლობელი - 1979 წ. დაბ. ირანის რესპუბლიკის მოქალაქე მაჰმუდ ა., სასტუმრო „იქსის“ მფლობელი - 1965 
წ. დაბ., პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ინგა ბ., რომელიც წარსულში იგივე დანაშაულისთვისაა ნასამართლევი. სამართალდამცველებმა ასევე დააკავეს კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარის დროებითი მფლობელი, 1970 წ. დაბ. ძაბული ვ. - იგი კაფე-ბარის მე-2 სართულზე მდებარე ოთახს პროსტიტუციისათვის აქირავებდა.
ასევე დაკავებულია ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრები, 1954 წ. დაბ. ტანია პ., რომელიც საკუთარ საცხოვრებელ ბინას პროსტიტუციაში ჩართულ პირებს ფულის სანაცვლოდ უთმობდა.
გამოძიების ფარგლებში აღნიშნულ დაწესებულებებში მომუშავე 30-მდე ქალბატონი და ტანია პ–ს მეზობლები მოწმის სტატუსით დაიკითხნენ. გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ხუთივე ფაქტზე მიმდინარეობს 
(სსსკ-ის 254-ე მუხლით).

1-prost-1 1-prost-2
1-prost-3 1-prost-4