უცხოეთი
ცსს ავღანეთში თავის საიდუმლო ბაზებს ხურავს

ce-re-u-ucxსაქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ის ცსს-მ ავღანეთში თავისი საიდუმლო ბაზების დახურვა დაიწყო. ამის შესახებ გაზეთმა „ვაშინგტონ პოსტმა“ განაცხადა.

„აღნიშნული ნაბიჯი ცსს-ს რესურსების სხვა პრობლემურ წერტილებში გადასროლის პროცესში საკვანძოს წარმოადგენს. ავღანეთში ბაზების დახურვა ამერიკელების მიერ წინასწარ ზომებად ხასიათდება, რაც ამ ქვეყანაში სადაზვერვო უწყების ობიექტთა რიცხვის 10-დან 6-მდე შემცირების საერთო 2-წლიანი გეგმის ნაწილს წარმოადგენს“, - აღნიშნავს გამოცემა.

მისი მონაცემებით, „ეს ყველაფერი 2014 წლის ბოლომდე ავღანეთიდან ამერიკის შეიარაღებული ძალების გამოყვანის გეგმის შესატყვისად ხდება“.

სავარაუდოდ, ძირითადი ბაზა ქაბულში დარჩება და, ასევე, შენარჩუნდება საჰაერო ფლოტი, რომელიც პაკისტანის საზღვრის მომიჯნავე რაიონების პატრულირებისათვის უპილოტო საფრენი აპარატებისგან შედგება, - ნათქვამია გამოცემის ცნობაში.