უცხოეთი
სირიაში „გლობალური ჯიჰადის ცენტრი“ იქმნება

siria-ucxსაქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. სირიაში „გლობალური ჯიჰადის ცენტრი“ ყალიბდება, რომელიც მთელ რეგიონში არსებულ სიტუაციაზე მოახდენს გავლენას. ეს განცხადება სამშაბათს ისრაელის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, გენერალმა ავივ კოჰავიმ გააკეთა.

„ჩვენ თვალწინ, ჩვენს ზღურბლთან ყალიბდება ჯიჰადის გლობალური ცენტრი, რომელსაც ზეგავლენა ექნება არა მარტო სირიაში, არამედ ისრაელში, ლიბანში, იორდანიაში, სინაის ნახევარკუნძულსა და, ზოგადად, მთელ რეგიონში არსებულ სიტუაციაზე“, - განაცხადა მან.

სირიაში თავს იყრის „ათასობით რადიკალური მოჯაჰედი რეგიონიდან და მთელი მსოფლიოდან, ისინი მკვიდრდებიან ქვეყანაში არა მარტო იმისათვის, რომ პრეზიდენტი ბაშარ ასადი დაამხონ, არამედ იმისთვისაც, რომ რელიგიური ისლამური სახელმწიფოს იდეა გაავრცელონ“, - დასძინა ისრაელის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა.