უცხოეთი
ამერიკელებმა რუსეთში ნაშვილები ბავშვის ცემა აღიარეს

amerikanci-ucxსაქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. აშშ–ის  ვირჯინიის შტატის მკვიდრმა ცოლ-ქმარმა სუინებმა რუსეთში ნაშვილები ბავშვის ცემა სასამართლოზე აღიარეს. ამის შესახებ „რია-ნოვოსტი“ იუწყება.

დედამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ მიიჩნევს ბავშვისადმი სასტიკ მოპყრობაში, რაც მძიმე დანაშაულად კვალიფიცირდება. განაჩენს მას დეკემბერში გამოუტანენ, ქალს ჯარიმა და პატიმრობა ელოდება. მისი ქმარი – აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეორე რანგის კაპიტანი დანაშაულის თანამონაწილეობაში გამოტყდა და ორთვიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა.

შეგახსენებთ, რომ 2006 წელს წყვილმა რუსეთში დანიელ კრუჩინი იშვილა, რომელსაც აშშ-ში დენიელ ალექსანდერი დაარქვეს. გასული წლის ივლისში ბიჭი, რომელიც მაშინ 8 წლის იყო, მორიგი ცემის შემდეგ სახლიდან გაიქცა და დახმარების თხოვნით მეზობლებს მიმართა. სხეულზე მიყენებული დაზიანებების ხასიათით პოლიციელებმა დაასკვნეს, რომ ბიჭს რეგულარულად სცემდნენ.