საზოგადოება
გიორგი გაბედავა - როლანდ ახალაიას: „წადი და თხა გააუპატიურე!“

1-sazogadoeba-3-axalaiaსაქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. გუშინწინ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ერთდროულად შს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიასა და სასულიერო პირების სასამართლო პროცესები იყო დანიშნული, ინციდენტი მოხდა.  ბაჩო ახალაიას ოჯახის წევრები და ადვოკატები სასამართლოს ეზოში პროცესის დაწყებას ელოდებოდნენ, როცა პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა გიორგი გაბედავამ, რომელიც სასულიერო პირების სასამართლო პროცესზე დასასწრებად მივიდა, შენობის ფანჯრიდან მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შეურაცხმყოფელი რეპლიკის საპასუხოდ როლანდ ახალაიამ მას ყავის ჭიქა ესროლა, რასაც გაბედავას მხრიდან გინება და ახალი რეპლიკა მოჰყვა: „წადი და თხა გააუპატიურე!“

"ყველას ერთად დაერქვა ლიტპატიმარი და სწორედ ამიტომ ხდება მსგავსი ფაქტები, თუმცა ყველა შესაბამის პასუხს მიიღებს. დარწმუნებული ვარ, ეს გაბედავას პირადი პროვოკაცია არ იყო", - განაცხადა ახალაიას ადვოკატმა გოგა ონიანმა ინციდენტის შემდეგ.

თავად გიორგი გაბედავა განცხადებით, როლანდ ახალაიასთვის მას სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია:"გავახსენე, რომ მისი პროკურორობის დროს ჩემი ოჯახის წევრებს უსამართლოდ შეეფარდათ სხვადასხვა სასჯელი, ამას მისი მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა და მესროლეს ყავა,- განაცხადა გაბედავამ.

"მამამისიც აგენტი იყო პოლიციის და შვილიც აგენტი გამოვიდა. მამამისი - გაბედავა ზაზა შოთა გორგოძის აგენტი იყო ეროვნული მოძრაობის დროს, მე ვიცი, მაშინ პროკურორი ვიყავი", - განაცხადა, თავის მხრივ, როლანდ ახალაიამ.