საზოგადოება
საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველი ლალი მოროშკინას განცხადებით, რომელიც მან გაზეთ «რაო-რაო?»-სთან ინტერვიუში გააკეთა, მიხეილ სააკაშვილი ვნებებს აჰყვა და სწორედ ამან დაღუპა. მოროშკინა ყოფილ ჩინოვნიკზეც ჰყვება, რომელმაც გაუპატიურება დაუპირა:
«სააკაშვილი ხელისუფლებაში ახალი მოსული იყო, როდესაც მისმა თანაგუნდელმა, საკმაოდ მაღალი რანგის მაღალჩინოსანმა თავის კაბინეტში ჩემი გაუპატიურება სცადა და სერიოზული ბრძოლა დამჭირდა თავის გადასარჩენად. მაშინვე მივედი სააკაშვილთან და ყველაფერი მოვუყევი. მეორე დღესვე მოხსნა თანამდებობიდან. საბოლოოდ სააკაშვილმა დაამტკიცა, რომ მისთვის შეიძლება ქალთან ასეთი მოქცევა, სხვისთვის კი – არა», – განაცხადა მინისტრის მრჩეველმა და ის პერიოდიც გაიხსენა, როცა ის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად საერთო რეისით მოფრინავდა:
„სააკაშვილის გარდა, მისი თანაგუნდელებიც რას გულაობდნენ! ერთხელ ერთ-ერთი ქვეყნიდან მოვფრინავდი და თვითმფრინავის პირველი კლასი მინისტრებისა და სხვა მაღალჩინოსნების „ნაშობით“ აივსო. ამოდიოდნენ და ამოდიოდნენ, „დუტი ფრიში“ ნაყიდი ნივთებით გატენილი პარკებით. ცხოვრებაში არავისი შემშურებია, მაგრამ აღარ მინდა, ამ პელენწუკა გოგოებმა ჯიბე სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე გაისქელონ. მეცინება მათზე, რადგან პატარ-პატარა გოგოებმა თოხები გადაყარეს, ფრანგული მანიკური გაიკეთეს, ლამაზ ჯიპებში ჩასხდნენ და განაშდნენ“, - ამბობს ლალი მოროშკინა.