სამართალი
საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. 23 ივლისს საქართველოს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე ე.წ. მოდულის შენობაში, შსს-ს ანტიკორუფციულ დეპარტამენტში კვლავ დაკითხვაზე იმყოფებოდა, რომელმაც 5 საათს გასტანა.
"წინასწარ არ ვიცი, კონკრეტულად რაზე ვარ დაბარებული, თუმცა, სავარაუდოდ, გავივლით იმ საკითხებს, რომელთა გავლაც გუშინ ვერ მოესწრო", - განაცხადა კირვალიძემ დაკითხვაზე შესვლამდე. მოდულის შენობიდან გამოსული კირვალიძის თქმით, მან ყველა კითხვას ამომწურავად გასცა პასუხი, ხოლო „თუ კიდევ გახდება საჭირო ჩემი დაკითხვა, ისევ გავცემ პასუხებს, ეს გამოძიებაზეა დამოკიდებული“.
შსს-ს მიერ 23 ივლისს გავრცელებული განცხადების მიხედვით, კომპანია ZETOR-ის საქართველოს წარმომადგენლობის მენეჯერს, ბრალდებულ გივი ქაიხოსროშვილს ახალი ბრალდება წარედგინა - ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში წაქეზების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების წაქეზების, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და ექსპერტებზე ზემოქმედების განხორციელებისათვის. საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად: „ZETOR PROXIMA POWER 120“ მარკისა და „NEW HOLLAND TD5 110“ მარკის ტრაქტორების ურთიერთშედარებით დადგინდა, რომ ექსპერიმენტის ოთხივე კომპონენტში, რაც მოიცავდა საცდელი ხნულების