შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება
საქართველო, 25 ივლისი,
საქინფორმი. 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მზადების პროცესში საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დაადასტურა, რომ ყველაფერს გააკეთებს წინასაარჩევნო პროცესის სამაგალითოდ წარმართვისთვის.
ვინაიდან სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის მხრიდან გარკვეული პოლიტიკური სუბიექტების მიმართ პერმანენტულად ფიქსირდება აგრესიული და ძალადობრივი ქმედებები, თანასწორი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის კუთხით, მთავარი დატვირთვა სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროზე მოდის.
როგორც ეს არაერთხელ დადასტურდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ეფექტურად
ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს, თუმცა კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფთა მიმართ აგრესიული გამოსვლების პოტენციური რისკების გათვალისწინებით და მათ თავიდან ასაცილებლად, მივმართავთ პოლიტიკურ სუბიექტებს, გთხოვთ:
1. წინასწარ და ოფიციალურად შეგვატყობინოთ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი საჯარო ღონისძიებების თაობაზე, რათა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაატაროს პრევენციული ღონისძიებები პოტენციური ურთიერთდაპირისპირების თავიდან ასაცილებლად და უზრუნველყოს აღნიშნული ღონისძიებების უსაფრთხოდ წარმართვა; 2. კამპანიის პროცესში თავი შეიკავოთ ნებისმიერი მაპროვოცირებელი ქმედებისგან, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო გაზარდოს აგრესიული ფონი. ასევე, მივმართავთ საზოგადოებას, საკუთარი მოსაზრებები და პოზიციები წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას გამოხატონ და დააფიქსირონ მშვიდობიანი და არაძალადობრივი ფორმით. წინააღმდეგ შემთვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული იქნება იმოქმედოს კანონით დადგენილი წესით და პოლიციური ძალით აღკვეთოს სამართალდარღვევა.