პოლიტიკა
სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე: „ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით, როგორც ძმები!“

1-politika-1-Zmebiსაქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, რომელიც გუშინწინ მოსკოვში გაემგზავრა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილთან შეხვედრისას მას რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლისთავი მიულოცა და რუს ხალხსა და ქვეყანას აყვავება უსურვა.

ჩვენ წინ დიდი შრომა გველის. როდესაც სიტყვა ჩვენ ვამბობ, იგულისხმება ერთიანი სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესია, რომელიც განუყოფელია. ჩვენი საზღვრები ისტორიამ ჩამოაყალიბა და არა იდეოლოგიამ. ამიტომ ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით, როგორც ძმები, რომლებიც ვემსახურებით ერთიან მართლმადიდებ ეკლესიას“, – განაცხადა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა.

ამ წლების განმავლობაში ეკლესიამ გაიარა ურთულესი გზა, გზა განახლების. ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როდესაც გლობალიზაციის ფონზე გვგონია, რომ სულიერი სიმშვიდე კარგავს ძალას, მაგრამ რეალურად ის ჩვენ გადაგვარჩენს. რწმენა, იმედი, კულტურა და ლიტერატურა ეს ყველაფერი უნდა შევინარჩუნოთ, რომ ჩვენმა ერებმა შეძლონ განვითარება“, - ბრძანა, თავის მხრივ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ.

გუშინ საქართველოსა და რუსეთის პატრიარქებმა მოსკოვის მაცხოვრის სახელობის ტაძარში ერთობლივი წირვა აღავლინეს. ილია მეორე მოსკოვში რამდენიმე დღეს დარჩება და ასტრახანიდან ქართველი მეფეების – თეიმურაზ მეორისა და ვახტანგ მეექვსის გადმოსვენების თაობაზე მოლაპარაკებას გამართავს.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, ასევე უკრაინისა და ბელორუსის პრეზიდენტებსაც შეხვდება.