აქტუალური
”თავისუფალი საქართველო”: „დაუბრუნეთ „ბორჯომი“ ხალხს!“

1-aqtualuri-3-borJomiსაქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. პარტია ”თავისუფალი საქართველო” მინერალურ წყლებზე მონოპოლიის გაუქმებას და მისი გამოყენების ხალხის სამსახურში ჩაყენებას მოითხოვს.

”თავისუფალი საქართველო” მხარს უჭერს ბორჯომელების პროტესტს ბორჯომის ცენტრში არსებული ბორჯომის წყლის ჭაბურღილების დახურვასთან დაკავშირებით და მოითხოვს, დაუყოვნებლივ გაიხსნას აღნიშნული ჭაბურღილები, რათა ადგილობრივ მოსახლეობას და დამსვენებლებს საშუალება მიეცეთ, ქალაქის ცენტრში ისარგებლონ ღია წყაროთი.