პუტინი აცხადებს, რომ ბავშვობაში მამის უჩუმრად მონათლეს
საქართველო, 23 ივლისი,
საქინფორმი. რფ-ის პრეზიდენტმა
ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ბავშვობაში დედამისმა მამის - კომპარტიის წევრის უჩუმრად მონათლა.
„დედაჩემმა მომნათლა, მამის უჩუმრად, რომელიც კომუნისტური პარტიის წევრი იყო. იგი არანაირი ფუნქციონერი არ ყოფილა, ქარხანაში მუშაობდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, პარტიული მუშაკი იყო საამქროს საქარხნო ორგანიზაციის დონეზე“, - განაცხადა პუტინმა დოკუმენტურ ფილმში „რუსეთის მეორე ნათლობა“, რომელიც ტელეარხ „როსიაზე“ ორშაბათს უჩვენეს.