უცხოეთი
აშშ-ში შეზნექილეკრანიანი ტელევიზორების გაყიდვა დაიწყო

televizorსაქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. მიმდინარე კვირას აშშ-ის მცხოვრებლები კორეული კომპანიების – „სამსუნგისა“ და „ელ-ჯის“ მიერ შემუშავებული ე.წ. შეზნექილეკრანიანი ტელევიზორის შეძენას შეძლებენ. ამის შესახებ ამერიკული მედია იუწყება.

ამ ტელევიზორების ეკრანები ორგანულ სინათლის დიოდებზეა შექმნილი, რომლებიც ზემაღალი გაფართოების მიღების საშუალებას იძლევა. ამასთან, მათ 3დ გამოსახულების ფორმატის მხარდაჭერა აქვთ.

ახალი ტექნოლოგიის საიდუმლო ისაა, რომ როცა მაყურებელი ეკრანის ცენტრის პირდაპირ იმყოფება, მანძილი მისი თვალებიდან ზედაპირის ყველა წერტილამდე ერთნაირია, რის წყალობითაც შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მოვლენათა ცენტრში იმყოფები.

55-დიუიმიანი ეკრანის ტელევიზორის ფასი 15 ათას დოლარს შეადგენს.