საზოგადოება
საქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, პარლამენტის წევრი თინათინ ხიდაშელი და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს ბევრ საინტერესო საკითხზე, რაც საქართველო-აშშ-ის ურთიერთობას და ქვეყნის სამომავლო განვითარებას ეხება. ასევე ისაუბრეს საქართველოს საერთაშორისო გამოწვევებზე. განსაკუთრებული ყურადღება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას და საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობას დაეთმო.