საზოგადოება
ნინო ბურჯანაძე: „ბოკერიასა და “ნაციონალური მოძრაობის” პროვოკაციის გამო, ეკლესიის მსახურთა გასამართლების მოწმენი ვართ“

burjanaZe-ninoსაქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლოში სასულიერო პირებისთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე მივიდა, თუმცა იგი სასამართლო პროცესს არ ესწრება, რათა ეს ქმედება სასამართლოზე ზეწოლად არ ჩაეთვალოს.

"გაოცებული ვარ იმით, რომ პირველი ოქტომბრის არჩევნებიდან 10 თვის თავზე კვლავ კუბლაშვილის სასამართლოში ვართ და გავხდით მოწმენი, ბოკერიასა და “ნაციონალური მოძრაობის” პროვოკაციის გამო, ეკლესიის მსახურთა გასამართლების. "ნაციონალური მოძრაობა" და მათი წარმომადგენლები არიან ის ადამიანები, ვინც ხალხს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, აუპატიურებდნენ. უსამართლობაა, როდესაც მკვლელები და ამ სისტემის შემქმნელები გარეთ თავისუფლად დადიან. სოლიდარობას ვუცხადებ სასულიერო პირებს, რომლებიც, შესაძლოა, 17 მაისს ზედმეტად ემოციურები იყვნენ, მაგრამ მათი მხრიდან ცემა-ტყეპა და იმის მეასედიც კი არ ყოფილა, რაც 26 მაისს მოხდა", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.