„ნაცმოძრაობა“ ზუგდიდში მომხდარი ინციდენტის ორგანიზატორებს ასახელებს
საქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იმ პირების ვინაობას ასახელებს, რომლებმაც, მათი ინფორმაციით, ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეების შეკრების ორგანიზება მოახდინეს. პარტიამ გაავრცელა ვიდეოც, სადაც მარკერით მონიშნული არიან ადამიანები, რომლებიც აქციის დროს აგრესიით გამოირჩეოდნენ. მათი განცხადებით,
„ღონისძიება "ქართული ოცნების" აქტივისტების პროვოკაციის ფონზე მიმდინარეობდა“, რასაც მათ ხელთ არსებული ვიდეომასალაც ადასტურებს.
„ეს ადამიანები არიან ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა სამმართველოს უფროსი ირაკლი ქოჩუა; გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების უფროსი კობა ქანთარია; საქართველოს ფოსტის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების უფროსი დავით სორდია; მუზეუმების გაერთიანების უფროსი კოტე გურგულიანი; სოფელ ორულუს გამგებელი მურთაზ წურწუმია; სოფელ ცაიშის გამგებელი ზაზა ჯანჯღავა; სოფელ ცაიშის გამგებლის მოადგილე მარინა სამელია; სოფელ შამგონის გამგებელი გოჩა შენგელია; სოფელ ოქტომბრის გამგეობის თანამშრომელი რაინდი უბილავა, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მთავარი სპეციალისტი დალი ბუკია; ქალაქ ზუგდიდის გამგეობის სპეციალისტი ლევან ფაჟავა და მთავარი ორგანიზატორი ლალი ანთია, რომლის შვილი გურგენ სართანია ზუგდიდის გამგებლის მოადგილეა", - განაცხადს პარტიაში.