იურიდიული კომიტეტი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავს
საქართველო, 23 ივლისი,
საქინფორმი. “საქართველოს საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებს იურიდიული კომიტეტი დღეს პირველი მოსმენით განიხილავს. დეპუტატები ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელებენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი
ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, შესაძლოა, კანონპროექტი მომავალი კვირის რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცონ, რათა საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად საკანონმდებლო ნორმები დროულად ამოქმედდეს.
“შემუშავებულია საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების ხუთი პროექტი, შესაბამისად, ეს პროექტები შეჯერებულია და უკვე ინიცირებულია პარლამენტში და პარლამენტის იურიდიული კომიტეტი იწყებს მათ მოსმენას. პირველი მოსმენით ჩვენ შევეცდებით ამ კვირის რიგგარეშე სხდომებზე და იმ კვირის რიგგარეშე სხდომებზე მივიღოთ გადაწყვეტილება, რათა საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად ნორმები ამოქმედდეს დროულად”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.