პოლიტიკა
საქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თანმხლებ პირებთან ერთად დღეს რუსეთში გაემგზავრა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, რომლებიც მოსკოვში, კიევსა და მინსკში გაიმართება. პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის განმარტებით, პროგრამის მიხედვით, 25 ივლისს დაგეგმილია ადგილობრივი ეკლესიების მეთაურებისა და მაღალი რანგის სასულიერო პირების შეხვედრა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, 27 ივლისს - უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან, 29 ივლისს კი – ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან.