უცხოეთი
საქართველოს პრეზიდენტმა მოსკოვი საქართველოს პრემიერის მოსყიდვაში დაადანაშაულა

saakashvili-obvinilსაქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთთან მიმართებაში ახალი განცხადება გააკეთა. ამჯერად მან მოსკოვი არა მარტო ვერაგულ ანტიქართულ ზრახვებში, არამედ საქართველოს პრემიერი ივანიშვილის მოსყიდვაშიც დაადანაშაულა. ამის შესახებ სააკაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში სტუდენტებთან და ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

რუსეთი არ თვლის, რომ ამ მთავრობას რამე უნდა დაუთმოს. ამ მთავრობისთვის რუსეთს აქვს მიცემული 2 მილიარდი დოლარი თავის აქტივებში. 2 მილიარდი დოლარი აქვს პუტინს მიცემული ჩვენი პრემიერმინისტრისთვის. და რატომ ჩათვლის პუტინი, რომ მას რამე უნდა დაუთმოს? ის თვლის, რომ საქართველოს პრემიერმინისტრმა უნდა დაუთმოს მას ყველაფერი. უნდა დაუთმოს პირველი საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის მინიმუმ პოლიტიკური და მორალური განადგურება და მეორე ყველაფერ იმაზე დათანხმება, რაზეც მე არ ვთანხმდებოდი მთელი ამ წლების განმავლობაში", – განაცხადა პრეზიდენტმა.

2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას მან ახალი ახსნა მოუძებნა იმასაც, თუ რატომ „გაბედა რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება“.

„ვარდების რევოლუციას დაემთხვა ნავთობის ფასების ზრდის დაწყება და ჩვენ მოგვიწია ძალიან რთულ პერიოდში მუშაობამ. რუსეთმა ახლახან აღმოაჩინა უზარმაზარი გაზის საბადო და აპირებდა ამის მიყიდვას ამერიკისთვის და ასობით მილიარდი დოლარის გაკეთებას. რუსეთს ჰქონდა ძალიან დიდი სავალუტო რესურსები და მას ჰქონდა ვეროპული ბაზრის ფაქტობრივად მონოპოლიზებული სიტუაცია. რა თქმა უნდა, ამ ვითარებაში პუტინს ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად, და ის დაესხა თავს საქართველოს", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.