უცხოეთი
საქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. იმის გაცნობიერება, რომ განათლებული ადამიანებიც იქცევიან ბრბოდ, ხოლო სიმამაცე გამჭრიახ გონებაზე უფრო იშვიათად გვხვდება, ჯულიან ასანჟისთვის ყველაზე დიდ განხიბვლად იქცა. ყველაზე წარმოუდგენელ ბრალდებად კი ასანჟმა მიიჩნია განცხადება, რომ თავისი სისასტიკით კატას ფსიქოზი დამართა.
ამის შესახებ „ვიკილიქსის“ დამფუძნებელმა გაზეთ „დეილი მეილს“ მოუთხრო.ამასთან, ყველაზე დიდ მიღწევად ასანჟს ამერიკის სახელმწიფო მანქანასთან ბრძოლაში გამარჯვება მიაჩნია.
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან, პენტაგონთან, თეთრ სახლთან, ცსს-სა და გფბ-თან პირისპირ ბრძოლაში ჩვენ გავიმარჯვეთ. ვიკილიქსს არასდროს წაუშლია თავისი პუბლიკაციები და არ შეუწყვეტია მათი განთავსება. ამან კი ინტერნეტი აპოლიტიკური სივრციდან თვალსაზრისის ჩამოყალიბების სამუშაო მექანიზმად აქცია“, - განაცხადა ასანჟმა.