საქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. დღეს ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მეოთხე მინისტერიალი იხსნება, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე–პრეზიდენტი ქეთრინ ეშტონი უხელმძღვანელებს.
მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებენ ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ექვსივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და მაღალი რანგის სხვა ოფიციალური პირები.
აღნიშნული მინისტერიალი წინ უსწრებს 2013 წლის 28-29 ნოემბერს ქ. ვილნიუსში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის” რიგით მესამე სამიტს, რაც მხარეებს სამიტისთვის უფრო ეფექტიანად მომზადების შესაძლებლობას, დასახული მიზნების მიღწევის გზებსა და არსებულ გამოწვევებზე მსჯელობის საშუალებას მისცემს.