სამართალი
კახა კუკავა: „პრემიერ-მინისტრის გუნდი არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება“

1-kakha-kukavaსაქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ 20%-იანმა გიორგი მარგველაშვილმა პირველსავე ტურში 60% მიიღოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა კახა კუკავამ სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” განუცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის „ძალიან კარგი“ განცხადებების მიუხედავად, ნათელია, რომ მთელი მისი გუნდი არჩევნების გასაყალბებლად ემზადება.

„საქართველოში სულ უფრო და უფრო მცირდება შანსი იმისა, რომ ჩატარდეს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ძალიან კარგი განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს არჩევნები იქნებოდა თავისუფალი, რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი მისი გუნდი ემზადება არჩევნების გაყალბებისათვის და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ 20%-იანმა გიორგი მარგველაშვილმა პირველივე ტურში მიიღოს 60%, რაც, ბუნებრივია, შეუძლებელი იქნება არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების შემთხვევაში“, – განაცხადა კახა კუკავამ.