საზოგადოება
„მოვითხოვთ ერეტიკოსი მღვდელმთავრისა და ერეტიკოსი მღვდლების სჯულის კანონის მუხლებით დასჯას, რამეთუ ისინი ეკუმენურად, კათოლიკური აღმსარებლობის სტუმრებს უმასპინძლდებიან ნაკურთხი სეფისკვერით, რაც არის უდიდესი სჯულისმიერი დარღვევა, ამასთანავე, თვითმხილველთა მიერ ეპარქიის მმართველი დაფიქსირებულია ოჯახთან ერთად ცხოვრების წესში, რაც არის სჯულისმიერი დარღვევა, როგორც მოგეხსენებათ, ბერი, მიტროპოლიტი უნდა ცხოვრობდეს ეპარქიის შენობაში, რეზიდენციაში ან მონასტერში“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, თეოლოგმა კონსტანტინე ქათამაძემ.
თავის მხრივ, აღნიშნულთან დაკავშირებით, საპატრიარქო აცხადებს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეს გადაწყვეტილებით შეიქმნება ვითარების შემსწავლელი კომისია, რომელიც ადგილზე რამდენიმე დღეში ჩავა და მასალებს შეაგროვებს. „კომისია სიტუაციას გააცნობს პატრიარქს, რის შემდეგაც უწმინდესი გადაწყვეტილებას მიიღებს“, - აცხადებენ საპატრიარქოში.