საზოგადოება
საქართველო ელიტური კორუფციის რეიტინგში მეათე ადგილზეა

reitingi-dbrსაქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. 19 ივლისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში „დოქტრინა ბიზნეს რევიუმ" (DBR) წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე არშემდგარი სახელმწიფოების ინდექსი და საქართველო ელიტური კორუფციის მსოფლიო რეიტინგში.  DBR-ის კვლევას საფუძვლად დაედო „ამერიკის მშვიდობის ფონდისა“ და foriegn polic-ის პოლიტოლოგ–ექსპერტების მიერ შემუშავებული The Failed States Index–ის შვიდწლიანი ანალიზის შედეგები.

DBR-ის კვლევის მიხედვით, 2005-2012 წლებში „არშემდგარი სახელმწიფოების რეიტინგში” საქართველო ე.წ. „უკიდურესად სახიფათო ზონაში” იმყოფება, ის 180-მდე ქვეყანას შორის 55-ე პოზიციას იკავებს, ხოლო ელიტური კორუფციის რეიტინგში პირველ ათეულშია, სომალის, სუდანის, კონგოს, ჩადის, იემენის, ერაყის შემდეგ საქართველო 9.4 ქულით მეათე პოზიციაზეა.

ჩვენ ვართ უკიდურესად სახიფათო ქვეყანათა რიგში. საუბარია კორუფციაზე, დემოკრატიის შეზღუდვაზე, ადამიანის უფლებათა დარღვევაზე, გაუმართავ სასამართლო პროცესებზე - ყველა ამ პარამეტრის თვალსაზრისით შედგა შესაბამისი მაჩვენებლები, კრიტერიუმები და ჩამოყალიბდა საბოლოო სიტუაცია, - განაცხადა “დოქტრინა ბიზნეს რევიუს” ხელმძღვანელმა მიხეილ დონდუამ.

ამავე კვლევით, 2010-2012 წლის რეიტინგში არშემდგარი სახელმწიფოების რიგში საქართველოს ე.წ. უკიდურესად სახიფათო ზონაში ყოფნა ელიტური ან კლანური ჯგუფების ძალაუფლების ნეგატიურმა გავლენამ განაპირობა. ექსპერტთა ნაწილი განმარტავს, რომ კვლევის ეს მაჩვენებელი ქვეყანაში არსებული უკიდურესი სიღატაკით არის განპირობებული.