უცხოეთი
ახალი ათონის მონასტერი დასავლეთ კავკასიაში ყველაზე დიდი ქრისტიანული კომპლექსია. აქ ყოველწლიურად ათასობით მომლოცველი ჩამოდის. თავის დროზე რუსეთში მიიჩნევდნენ, რომ ეს ადგილი ქრისტიანობის გავრცელების ცენტრად იქცეოდა რუსეთის იმპერიის სამხრეთში.
ახლა ღვთისმსახურებას ახალ ათონში, ეკლესიური ენით რომ ვთქვათ, ის მღვდლები ახორციელებენ, რომლებსაც მღვდელმსახურება აკრძალული აქვთ. მამა დოროფეიმ, ერობაში დიმიტრი დბარმა და მისმა მომხრეებმა საკუთარი აფხაზური მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა გადაწყვიტეს, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას გამოეყვნენ და კონსტანტინეპოლის პატრიარქთან გაემგზავრნენ თხოვნით, მისი ეგიდით შეიქმნას ახალი ეპარქია აფხაზეთში. მედია წერდა, რომ ჯერ კიდევ 2008 წელს რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ არ აღიარა ოსებისა და აფხაზების ეკლესიები.