უცხოეთი
გამოძიების მტკიცებით, ყველა დაკავებული ერთი კრიმინალური დაჯგუფების წევრია. პოლიციის ცნობით, ბრალდებულები ბინების საკეტებს განსაკუთრებული მეთოდით დამუშავებული ხელსაწყოთი აღებდნენ, რომელიც კვალს არ ტოვებს და იპარავდნენ ძვირფასეულობას, კომპიუტერულ ტექნიკას და ფულს.
იტალიური მედიის ინფორმაციით, კარაბინერებმა აღნიშნული დაჯგუფების 14 წევრი 2012 წელს დააკავეს, გამოძიება სწორედ ერთი წლის წინ დაიწყო. გამოძიების ცნობით, დაჯგუფებამ იტალიის მასშტაბით 50–ზე მეტი ძარცვა განახორციელა.