თეა წულუკიანი: ”ვაღიარებ, რომ დღევანდელი მთავარი პროკურატურა არის სუსტი...“
საქართველო, 19 ივლისი,
საქინფორმი. იუსტიციის მინისტრი
თეა წულუკიანი ტელეკომპანია ”მეცხრე არხზე”
ეკა ბერიძის გადაცემაში გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ ”დღევანდელი პროკურატურა სუსტია”.
„მე ვაღიარებ და არ შემიძლია პრემიერ-მინისტრს არ დავეთანხმო, რომ დღევანდელი მთავარი პროკურატურა არის სუსტი ზოგადად, მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პროკურატურაში მუშაობს საკმაოდ ბევრი კომპეტენტური ადამიანი, რომლებსაც წარსულში კომპრომისებზე წასვლა მოუწიათ და კომპრომისში დანაშაულის ჩადენას არ ვგულისხმობ, თუმცა ალბათ ასეთებიც არიან, რომელთა ხილვას დღეს არ ვისურვებდი. მე მჯერა, რომ პროკურატურა დალაგდება, ყოველ შემთხვევაში, რაც ჩემს ხელთ არის, მე მაქსიმუმს ვაკეთებ, რომ მიზეზები მაინც ავხსნა, რატომ არის პროკურატურა შავ დღეში, რომ ეს არ არის არავის ბრალი, გარდა იმისა, რაც იყო ადრე”, - განაცხადა წულუკიანმა.