საზოგადოება
თსუ რექტორის არჩევნებში მონაწილეობას 14 კანდიდატი მიიღებს

Tsuსაქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. თსუ რექტორის არჩევნებში მონაწილეობას 14 კანდიდატი მიიღებს. ესენი არიან: ვლადიმერ პაპავა, გიორგი ქავთარაძე, გიორგი ბარამიძე, ილია თავხელიძე, ცირა ბარამიძე, მერაბ ცაგარელი, ირმა რატიანი, მედეა ჩუხუა, მარინა მუსხელიშვილი, მანანა ხაჩიძე, მარინე ჩიტაშვილი, ინესა მერაბიშვილი, ნონა წოწერია და დავით გოცირიძე.

თსუ-ს მიერ გავრცელებული ცნობით, რექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების სურვილი სულ 19 პირმა გამოთქვა, აქედან ხუთი განცხადება რეგისტრაციაზე კომისიამ არ განიხილა შემდეგ გარემოებათა გამო: უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვაგვარი შესაძლებლობა პირდაპირ არის გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რექტორი უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ თანამდებობას მიეკუთვნება.

თსუ რექტორის არჩევნები 16 აგვისტოს, 14 საათზე გაიმართება და ახალი რექტორი ფარული კენჭისყრით აირჩევა.