საზოგადოება
საქართველოს პატრიარქი მოსკოვს ეწვევა (საქინფორმის მთავარი რედაქტორის პროგნოზი გამართლდა)

dva_patriarkhaსაქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე რუსეთის ნათლისღების 1025-ე წლისთავთან დაკავშირებით 23-30 ივლისს მოსკოვს, კიევსა და მინსკს ეწვევა.

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის გერასიმე შარაშენიძის თქმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დელეგაციის წევრებთან ერთად რუსეთის პატრიარქს შეხვდება.

მეუფე გერასიმეს განმარტებით, საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს შორის აფხაზეთის თემა და ქართველი მეფეების ნეშტთა გადმოსვენების საკითხები განიხილება.

ამასთან, მისივე განცხადებით, რუსეთის ხელისუფლების პირველ პირებთან შესაძლო შეხვედრის თაობაზე ინფორმაცია ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

P.S. “მე დარწმუნებული ვარ, რომ სრულიად საქართველოს უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს პრემიერ-მინისტრის თხოვნით მალე ისევ ეწვევა მოსკოვს. ვიზიტი შესაძლოა უკვე ივლისის ბოლოს შედგეს და საქართველოს პატრიარქს კვლავ რფ-ის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი შეხვდება” , - ამბობს საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი  „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ორშაბათს, ა.წ.  15 ივლისს.