პოლიტიკა
საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. თბილისი, ათონელის ქუჩა №25 - ისტორიული შენობა, რომელშიც შეერთებული შტატების საელჩო იყო, ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტის რეზიდენცია გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს. მისამართს იცვლის მხოლოდ პირველი პირი, პრემიერ-მინისტრი კი სახელმწიფო კანცელარიაში რჩება.
ჯერჯერობით უცნობია, რა განთავსდება ავლაბრის რეზიდენციაში. თუმცა არაოფიციალურ ვერსიებზე კულუარებსა და პოლიტიკურ წრეებში უკვე საუბრობენ. საზოგადოების გარკვეული ნაწილის აზრით, ის პრეზიდენტის რეზიდენციად უნდა დარჩეს. საპრეზიდენტო კანდიდატ ნესტან კირთაძის განცხადებით, აჯობებს, შენობა „ლუვრად“ გადაიქცეს, ხოლო გიორგი თარგამაძის აზრით, იქ პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია უნდა იყოს.