საზოგადოება
ნანა კაკაბაძე: „ჩვენი მოძრაობა ყველაფერს გააკეთებს, რათა ხალხმა მხარი არ დაუჭიროს კანდიდატს, რომელიც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების წინააღმდეგია!“

kakabaZeსაქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ცესკო-ს რეფერენდუმის გზით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წინადადებით მიმართავს. ამის შესახებ მან გუშინ "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

"ყველა კანდიდატი, რომელიც იტყვის, რომ რიგგარეშე არჩევნებს მხარს დაუჭერს, საზოგადოებისთვის მისაღები იქნება, ხოლო იმ კანდიდატთან მიმართებაში, რომელიც ამ პოზიციას არ გაიზიარებს, ჩვენი მოძრაობა ყველაფერს გააკეთებს, რათა მას ხალხმა მხარი არ დაუჭიროს". - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

kakhishvili
ექსპერტი კახა კახიშვილი ასევე მიიჩნევს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გარდაუვალია და ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ - მოკლე ხანში ან ამ არჩევნებიდან ერთ წელიწადში უნდა გაიმართოს. როგორც მან გუშინ "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში განუცხადა ჟურნალისტებს, მოქმედი პარლამენტი მოსახლეობის განწყობას ვერ ასახავს. 
"დღევანდელი პარლამენტი მოსახლეობის განწყობას ვერ ასახავს. შესაბამისად, ეს საკანონმდებლო ორგანო თავის მოღვაწეობას იმ ვადაში ვერ დაასრულებს, რაც დადგენილია და ადრე თუ გვიან, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს", - აღნიშნა კახიშვილმა.