პუბლიკაციები
ვალერი გელბახიანი: „ბიძინა ივანიშვილი ბადრი პატარკაციშვილს სერიოზულ საფრთხედ აღიქვამდა და სააკაშვილის მთავრობასთან კონტაქტი მას შემდეგ გაწყვიტა, რაც პატარკაციშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა“

analit-geo-gelbaxianiსაქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, ფრაქცია ჩვენი საქართველოს ყოფილი თავმჯდომარის ვალერი გელბახიანის განცხადებით, პრეზიდენტმა პრემიერმინისტრის მიმართ სერიოზულ ბრალდებაზე მიანიშნა და ბიძინა ივანიშვილმა მის განცხადებას აუცილებლად უნდა უპასუხოს“.

ასე გამოეხმაურა გელბახიანი „Front News-თან საუბრისას პრეზიდენტის მიერ წუხელ ტელეგადაცემა ნანუკას შოუში გაკეთებულ იმ განცხადებას, რომლის თანახმად, „ბიძინა ივანიშვილი ბადრი პატარკაციშვილს სერიოზულ საფრთხედ აღიქვამდა და სააკაშვილის მთავრობასთან კონტაქტი მას შემდეგ გაწყვიტა, რაც პატარკაციშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა“.

რაც არ უნდა იყოს, პრეზიდენტი პრეზიდენტია და მისი ნებისმიერი განცხადება უნდა მივიღოთ, როგორც სერიოზული ინფორმაცია. მის მიერ წუხელ გაკეთებული განცხადება კი აღიქმება შემდეგნაირად: ბატონი ბადრის ირგვლივ განვითარებული მოვნელები ივანიშვილის სინდისზეა. არ ვიცი, ეს პრეზიდენტის მხრიდან პოლიტიკური ხრიკია, თუ სხვა რამ, მაგრამ ჩვენთვის ეს სერიოზული და მტკივნეული საკითხია. პრეზიდენტმა პრემიერის მიმართ სერიოზულ ბრალდებაზე მიუთითა და ამას ივანიშვილმა აუცილებლად უნდა გასცეს არგუმენტირებული პასუხი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მის იმიჯს აზარალებს. მსგავსი რამ მეც მსმენია ჭორის დონეზე, მაგრამ მე პრემიერის საპასუხო განცხადებას ველოდები, ხოლო თუ დაგვჭირდა, ამ საკითხს სამართლებრივ მიმართულებასაც მივცემთ – განაცხადა გელბახიანმა.

ამ კონტექსტში მან იმ ფაქტზეც მიუთითა, რომ „2007 წლის მოვლენები ძიებაში არ არის, დაწყებული 7 ნოემბრიდან, დამთავრებული დეკემბრით“.

„ამ პროცესს უამრავი ადამიანი შეეწირა და ისინი დღემდე უკანონო დევნაში რჩებიან, არ მომხდარა მათი რეაბილიტაცია" – განმარტა გელბახიანმა, რომელსაც ამ მოვლენებზე მოქმედი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების განმარტებების მნოსმენა სურს.

გარდა ამისა, მან ყურადღება სააკაშვილის იმ განცხადებაზე გაამახვილა, რომლის თანახმად, ივანიშვილი ყოფილი ხელისუფლებიდან ძირითადად შს ექს–მინისტრ ვანო მერაბიშვილს ეკონტაქტებოდა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილი პასუხიმგებელია იმ დანაშაულებრივ საქმიანობაზე, რომელსაც მერაბიშვილი სჩადიოდა. ეს არ არის პოლიტიკური სპეკულაციის საგანი. სიმართლე უნდა გაირკვეს და დრო ყველას სამსჯავროზე დააყენებს“,– განუცხადა „Front News გელბახიანმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ივანიშვილმა სააკაშვილის მთავრობასთან კონტაქტი მას შემდეგ სეწყვიტა, რაც ბადრი პარაკაციშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

„ივანიშვილსპატარკაციშვილი მთავარ საფრთხედ მიაჩნდა და სანამ ის ცოცხალი იყო, სულ ეშინოდა, რომ პატარკაციშვილი ან მოკლავდა, ან რაღაცას უზამდა. რუსულ ოლიგარქებს კონკურენცია ჰქონდათ საქართველოში და რამდენადაც ვიცი, ვერც პატარკაციშვილი იტანდა ივანიშვილს. არ მინდა, ჭორაობა გამომივიდეს, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა შეწყდა იმ მომენტიდან, როდესაც პატარკაციშვილი გარდაიცვალა. ალბათ, ივანიშვილმა ჩათვალა, რომ აღარ იყო მისთვის აუცილებელი საქართველოს მთავრობასთან კონტაქტი. მასთან არანაირი კონფლიქტი არ მქონია. ეს ქრონოლოგიურად ემთხვევა პატარკაციშვილის ისტორიას. როგორც კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატარკაციშვილი გარდაიცვალა, ივანიშვილიც აორთქლდა. მას ძირითადი ურთიერთობა და კონტაქტი ვანო მერაბიშვილთან ჰქონდა, მაგრამ ამ ამბის შემდეგ შეწყვიტა“,– განაცხადა სააკაშვილმა „ნანუკას შოუში“.