უცხოეთი
ცნობილ ქართველ მომღერალს რუსეთი ვიზას არ აძლევს
ucxoet-3-lelaსაქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის საელჩო მომღერალ ლელა წურწუმიას რუსეთის ვიზას არ აძლევს, რადგან იგი რუსეთის საკონსულოს შავ სიაში მოხვდა. ამის შესახებ მომღერლის  პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა "პირველი რადიოს" ეთერში განაცხადა. მამულაშვილის თქმით, ბოლო 6 წელია ლელა წურწუმიამ რუსეთის ფედერაციიდან რამდენიმე მოწვევა მიიღო, თუმცა გამგზავრებას იმის გამო ვერ ახერხებს, რომ საკონსულო მას ვიზას არ აძლევს. "რუსეთიდან ძალიან დიდი მოთხოვნაა, მაგრამ ვერანაირ დონეზე ვერ გავარკვიეთ, რატომ, არ გვაძლევენ ვიზებს, ალსუს ქმარი გვეპატიჟებოდა და ვერც მან მოახერხა სავიზო უზრუნველყოფა, ლელას ბიძაც იქ არის და ვერც მან შეძლო გარკვევა, თუ რატომ გვიქმნიან პრობლემებს. თბილისში გადმოცემულია რუსეთიდან შავი სია, რომლითაც საკონსულო ხელმძღვანელობს, მაგრამ რატომ მოხვდა ლელა ამ შავ სიაში, არ მესმის", - განაცხადა "პირველი რადიოს" ეთერში კახა მამულაშვილმა.