უცხოეთი
ნავალნის სასამართლომ ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა
navalniსაქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ალექსეი ნავალნის სასამართლომ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მისი დაპატიმრება სასამართლოს დარბაზშივე მოხდა. სასამართლოს ვერდიქტით ნავალნი 5 წელიწადს საერთო რეჟიმის კოლონიაში დაჰყოფს. მასთან ერთად მსჯავრდებული პიოტრ ოფიცეროვი კი ოთხწლიან სასჯელს კოლონიაში მოიხდის. კიროვის სასამართლოს მოსამართლე სერგეი ბლინოვმა ნავალნი დამნაშავედ ცნო "სხვისი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით მითვისებასა და გაფლანგვაში." სასამართლომ არ გაიზიარა განსასჯელის მტკიცებულება მისი პოლიტიკური მოტივით დევნის თაობაზე. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები დღეს საღამოს მოსკოვში, მანეჟის მოედანზე შეიკრიბებიან, რათა პროტესტი გამოხატონ სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ.