პოლიტიკა
საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. პოლიტიკური პარტია 27 ოქტომბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს ,,დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერს ნინო ბურჯანაძეს დაუჭერს.
“ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა დაუპირისპირდეს ივანიშვილის კანდიდატს, რომელსაც აქვს სერიოზული პოტენციალი, მაგრამ მას ფეხქვეშაც არ უნდა გაეგოს. მან ივანიშვილის პოტენციალი უნდა გამოიყენოს ქვეყნის სასიკეთოდ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი”, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ,,თეთრების” ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა, რომლის განმარტებითაც, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატი გაიმარჯვებს, ქვეყანას ერთპიროვნული მმართველობის საფრთხე ემუქრება. მსგავსი ვითარება კი დამღუპველია. “სისტემა, როცა ერთი პირის ხელში კონცენტრირებულია აბსოლუტური ძალაუფლება, უნდა დაინგრეს, რადგან ეს არის დამღუპველი როგორც ქვეყნისთვის, ისე თვით იმ პიროვნებისთვის. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა სისტემური ცვლილებების დაწყება ქვეყანაში, რასაც სათავე 27 ოქტომბერს უნდა დაედოს”, – აღნიშნა შაშიაშვილმა.