საზოგადოება
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარის განცხადებით, ექსპერტთა გამგზავრების საკითხზე სამინისტრო დიდი ხანია მუშაობს.
“სამინისტრო ამ საკითხზე ძალიან დიდი ხანია მუშაობს. ეს ქართველი ექსპერტების უკვე მესამე ჩასვლა იქნება. ჩვენი ძალისხმევა დაიწყო დაახლოებით თვენახევრის წინ, როდესაც თურქეთის ელჩს ვთხოვეთ, შუამდგომლობა გაეწია და კვლავაც მოეხერხებინა ქართველი ექსპერტების ჩართვა იშხანში მიმდინარე სამუშაო პროცესში. ამ კვირის დასაწყისში დაგვიკავშირდა თურქეთის ელჩი და გვთხოვა, რომ სპეციალისტთა ჯგუფი მოგვემზადებინა. ეს არის ძალიან დიდი ძალისხმევისა და საფუძვლიანი მოლაპარაკებების შედეგი”, – განაცხადა მიზანდარმა.