საზოგადოება
საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები ხელახლა ჩატარდება. როგორც უკვე ცნობილია, დღეს გაიმართა ბორდის თავმჯდომარის არჩევნები, რომელშიც ორი კანდიდატი მონაწილეობდა - ემზარ გოგუაძე და ნატალია დვალი. კიდევ ერთმა კანდიდატმა გიორგი მელაძემ თავისი კანდიდატურა სხდომის დასაწყისშივე მოხსნა. გოგუაძემ და დვალმა ხმები თანაბრად გაიყვეს (5-5).
სხდომას ესწრებოდა სამეურვეო საბჭოს 11 წევრი, კიდევ ერთმა წევრმა - ოთარ კობერიძემ ხმის მიცემის უფლება სახლში გამოიყენა. ბორდის ორმა წევრმა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.