არჩილ კბილაშვილი: „ზურაბ ჟვანიას საქმე აუცილებლად გაიხსნება!“
საქართველო, 18 ივლისი,
საქინფორმი. ზურაბ ჟვანიას საქმე აუცილებლად გაიხსნება და საზოგადოება მიიღებს პასუხს, თუ რა მოხდა 2005 წლის 3 თებერვალს. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა
არჩილ კბილაშვილმა ვაშინგტონში, "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.
"გამოძიების ამ სტადიაზე პროგრესია. პროგრესად მივიჩნევ, როდესაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები სიცხადეს იძენს. ვერ ვიტყვი, რაში გამოიხატება ეს სიცხადე და რა გარემოების დადგენასთან ვართ ახლოს, რადგან ვშიშობ, ამით საქმეს ზიანი არ მივაყენო, მაგრამ ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს მიღწეული პროგრესი. გამომძიებელი ძალიან კვალიფიციურად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას და იმ დროის განსაზღვრის გარეშე, როდის იქნება ეს, შემიძლია განვაცხადო, ეს საქმე აუცილებლად გაიხსნება და საზოგადოება მიიღებს ამომწურავ პასუხს, რა მოხდა 2005 წლის 3 თებერვალს და რასთან გვაქვს საქმე – უბედურ შემთხვევასთან თუ სხვა რამესთან, და თუ საქმე გვაქვს სხვა რამესთან, ვინ არიან ისინი, ვინც პასუხისმგებლობას იმსახურებენ", - აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა.