რედაქტორისგან
“ფოთი ააშენა რუსეთის სამხედრო ფლოტმა“ - სააკაშვილმა ხიდირბეგიშვილის ვერსია დაადასტურა და საჯაროდ აღიარა, რომ ლაზიკას აშშ-ის სამხედრო ფლოტისთვის აშენებდა!

misha-mt2011 წლის 12 დეკემბერს მე, საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა, პოპულარულ ქართულ გაზეთ “ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში შემდეგი განცხადება გავაკეთე:

“ბათუმის პორტის აკვატორიაში ფსკერის გაღრმავების სამუშაო და ახალი ქალაქისლაზიკას, მშენებლობა („ბოლოტნაიას“, უკაცრავად, დაჭაობებულ მოედანზე 9 კვ/კმ ფართობით, სოფლებს – ყულევსა და ანაკლიას – შორის) შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც საქართველოში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზების განლაგებისთვის მზადება. ასეთ შემთხვევაში ლაზიკა - აშშ-ის პირველი სამხედრო-საზღვაო ბაზაა შავ ზღვაზე, რომლის აშენებაზე აშშ გამოყოფს 1 მლრდ დოლარს“.

ამის შემდეგ, ჩვეულებისამებრ, ქართული საზოგადოების ნაც-ანალური ნაწილისაგან ბრალდებებისა და „მხილებების“ ნაკადი დამატყდა თავს და მხოლოდ აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ “ასავალ-დასავალის“ მომდევნო ნომერში, აგრეთვე მედიკავშირ “ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში ჩემდამი სრული თანხმობა გამოხატა.

და აი, გუშინ, 2013 წლის 17 ივლისს, ტელეარხი “რუსთავი 2“-ის ეთერში, ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში “ნანუკას შოუ“, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღიარა, რომ პორტი ლაზიკა სწორედ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის იყო ჩაფიქრებული (ციტატა):

“ახალი პორტის მშენებლობას შავ ზღვაზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰგონდა ჩემთვის კი არა, საქართველოსთვის. ამის გარეშე საქართველოს ეკონომიკის სერიოზული განვითარება, პრაქტიკულად, უახლოეს პერსპექტივაში, ვერ მოხდება. თავის დროზე ნიკო ნიკოლაძემ ფოთის პორტი განავითარა ისე, რომ წამოიღო რუსული ტვირთები, რადგან რუსეთი ებრძოდა თურქეთს და ეს იყო რუსული ფლოტის მომსახურება.

ჩვენ გვქონდა შანსი და ეს შანსი დავკარგეთ, რომ მომავალი წლიდან დიდი ამერიკული ტვირთები წამოგვეღო ავღანეთიდან (ბუნებრივია, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გემებით, რადგან საქართველოს ფლოტი არ ჰყავს - საქინფორმი), რადგან მომდევნო 2-3 წელი იქნება დიდი ტვირთების გამოტანის წლები.

ასე აშენდა სინგაპურიც - სინგაპური ააშენა ამერიკის სამხედრო ფლოტმა, ფოთი ააშენა რუსეთის სამხედრო ფლოტმა, იმიტომ რომ ყველაზე ადვილი (ალბათ, მხედველობაში აქვს შემოსავლიანი - საქინფორმი) ტვირთი სამხედრო ტვირთია (ალბათ, მხედველობაში არ აქვს “ტვირთი 200“).

ჩვენ აი, ახლა გვქონდა ეს ფანჯარა - რომ ავღანური ტვირთები წამოგვეღო, და რკინიგზაც აქვე გადის...  ხალხო, აი ეს არის აფხაზეთის რეინტეგრაციის მშვიდობიანი გეგმა!“.

სააკაშვილის დაგვიანებული აღიარება გასაგებია - მიშამ შეახსენა ამერიკას, რომ მის წასვლასთან ერთად აშშ-მ დაკარგა შესაძლებლობა შავ ზღვაზე პირველი ფორპოსტი ჰქონოდა, და პირდაპირ გამოთქვა საქართველოში ხელისუფლების სათავეში დაბრუნების სურვილი.

ხოლო ჟორჟოლიანმა - საქართველოს შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ერეკლე კოდუას მეუღლემ - სცადა, “მგრძნობიარე უბრალოებით და გულუბრყვილო უშუალობით“ ნოსტალგიური ელფერი მიეცა თავისი საავტორო გადაცემისთვის, რომელიც “დიდ მშენებელსა და დემოკრატს“ მიეძღვნა. ნანუკამ მიშას მისცა ქართული საზოგადოების წინაშე თავის გამართლების შესაძლებლობა, რომელიც მას ახალმა პარლამენტმა ჩამოართვა, როდესაც პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენაზე უარი თქვა.

ჯერჯერობით მხოლოდ პოლიტიკური პროსტიტუტები დუმან - მანკიერი ქართული პოლიტისტებლიშმენტი, რომლის ნაწილი კომფორტულად მოეწყო „მთაწმინდის ჩრდილში“, ივანიშვილის მიერ უარყოფილი მეორე ნაწილი კი ნაც-ანალური რეჟიმის რესტავრაციის მოლოდინში მიჩუმდა...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2013 წლის 18 ივლისი, თბილისი

misha-1 misha-2
misha-3 misha-4