აქტუალური
ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ალასანიამ გუშინ საქართველოს ღირსება დაიცვეს!

aqtual-2-ghirsebaსაქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. გთავაზობთ საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის განცხადებას:

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება იმის თაობაზე,  რომ პრემიერ-მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა გააუქმეს შეხვედრა ევროპარლამენტარებთან, რომელიც თითქოს 17 ივლისს უნდა გამართულიყო, არ შეესაბამება სიმართლეს.

პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტარებთან ჩანიშნული არ ყოფილა და, შესაბამისად, ვერ გაუქმდებოდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ემზადება უმნიშვნელოვანესი ვიზიტისთვის, რომელიც გაიმართება პოლონეთსა და ლიტვაში, რის გამოც ასეთი შეხვედრა ვერც დაიგეგმებოდა.

რაც შეეხება თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას, მისი შეხვედრა ევროპარლამენტარებთან ასევე არ იყო დაგეგმილი, რადგან  დღეს მინისტრი მასპინძლობს თავის კოლეგას – სომხეთის თავდაცვის მინისტრს და ეს შეხვედრა დიდი ხნის წინ დაიგეგმა.“

საქინფორმი: ამ ნაბიჯით გუშინ პრემიერ-მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ღირსება დაიცვეს და დაქირავებულ, მერაბიშვილის გასათავისუფლებლად ჩამოსულ ევროპელ ჩინოვნიკებს აჩვენეს, რომ საქართველო - სახელმწიფოა და მას ამიერიდან ნამდვილი მთავრობა ჰყავს!