აქტუალური
ევროპარლამენტის დელეგაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ეწვია

aqtual-3-evro-delegaciaსაქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. გუშინ გაიმართა შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავდაცვისა და უშიშროების ქვეკომიტეტის დელეგაციის წევრებთან: არნო დანჟანთან (თავმჯდომარე, ევროპელ ხალხთა პარტია – საფრანგეთი), იშტოფ ლისეკთან (ევროპის სახალხო პარტია – პოლონეთი), ანა გომესთან (სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი – პორტუგალია), ტერესა რიერა მადურელთან (სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი – ესპანეთი) და პაველ კოვალთან (ევროპის კონსერვატორები და რეფორმისტები – პოლონეთი).

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ფილიპ დიმიტროვი.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, შს სამინისტროში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები. საუბარი ასევე შეეხო ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხებს.