აქტუალური
სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა

aqtual-1-umaspinZlaსაქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი სეირან ოჰანიანი დაბა ურეკში საზაფხულო რეზიდენციაში მიიღო. შეხვედრას დაესწრო საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია.

შეხვედრაზე მხარეებმა კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ასევე ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებსა და  თანამშრომლობის პერსპექტივებს.

ცნობისათვის: სეირან ოჰანიანს საქართველოში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მასპინძლობს. სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ორდღიანი ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება.

aqtual-1-qv-umaspinZla aqtual-1-qv-umaspinZla-2