უცხოეთი
საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს ცუგოლის პოლიგონზე (ჩიტას ოლქი) ცენტრალური და აღმოსავლეთი სამხედრო ოლქების სამხედრო ნაწილების შენაერთების მიერ საიერიშო ოპერაციების შემუშავებაზე დასაკვირვებლად ჩავიდა. ამის შესახებ სააგენტო „იტარ-ტასი“ იუწყება.
მანევრების მიმდინარეობის გაცნობის შემდეგ პუტინმა არმიის ღონისძიების წინასწარი შეფასება მოახდინა.
„არ არის არც ერთი დარღვევა. ნიშანი დამაკმაყოფილებელზე მეტია“, - განაცხადა მან.
ამასთან, ქვეყნის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წვრთნები ჯერ არ დასრულებულა და სამხედროებს დადებითი შეფასების მისაღებად შრომა კიდევ დასჭირდებათ.