უცხოეთი
იაროშჩენკოს დედა ლავროვს შვილის სნოუდენში გაცვლას სთხოვს

iaroshchenko-snowdenსაქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. შეერთებული შტატებში გასამართლებული რუსი კონსტანტინე იაროშჩენკოს დედამ  საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვ სთხოვა, მისი შვილი ცსს-სა და ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს მამხილებელ ედვარდ სნოუდენში გაცვალოს, რომელმაც დროებითი თავშესაფარი ითხოვა რუსეთში.

რადიოს "ვესტი FM"-ის ცნობით, ამისკენ უწინ ვლადიმერ ჟირინოვსკი მოუწოდებდა. მისი თქმით, ყოფილი ამერიკელი მზვერავის გადაცვლა ერთდროულად ორ რუსში - კონსტანტინე იაროშჩენკოსა და ვიქტორ ბუტში შეიძლებოდა.

ეს უკანასკნელი მეოთხედსაუკუნოვან სასჯელს იხდის რადიკალური მემარცხენე დაჯგუფება „კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალებისთვის" იარაღის მიყიდვის მცდელობის გამო.

პილოტ კონსტანტინე იაროშჩენკოს კი ბრალად ედება ვენესუელადან აფრიკაში ოთხი ტონა კოკაინის გადაზიდვის მომზადება, რომელიც შემდეგ უნდა გაყიდულიყო, მათ შორის შეერთებულ შტატებშიც. ამისათვის მას ვიქტორ ბუტზე ხუთი წლით ნაკლები პატიმრობა მიუსაჯეს.