საზოგადოება
თინა ხიდაშელი: "ვაშინგტონში გამართული შეხვედრების დროს არც ვანო მერაბიშვილის და არც რომელიმე კონკრეტული პირის სახელი ნახსენები არ ყოფილა“

vashingtoniსაქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელის განცხადებით, ვაშინგტონში გამართული შეხვედრების დროს ე.წ. გახმაურებულ დაკავებებზე ლაპარაკი არ ყოფილა.

"არცერთ შეხვედრაზე არ ყოფილა ნახსენები არცერთი გვარი და სახელი, არც ვანო მერაბიშვილის და არც რომელიმე კონკრეტული პირის. ვაშინგტონში, როგორც ჩანს, გაცილებით უკეთ იცნობენ სიტუაციას... ამიტომ სეთი კითხვები, როგორც: რატომ არიან დაკავებული; რატომ ხდება დაკავება და .. არ ყოფილა. ისინი უფრო დაინტერესდნენ იმ გამოწვევებით, რაც ქვეყანას აქვს მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში და რა პოლიტიკა და სტრატეგია გვაქვს არჩეული პრობლემების მოგვარებისათვის", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ აშშ-ში საქართველოს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი, რომლის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, პარლამენტის წევრები - თინა ხიდაშელი, ირაკლი ჩიქოვანი, თედო ჯაფარიძე და დავით ონოფრიშვილი, 16 ივლისს დაიწყო და რამდენიმე დღეს გასტანს.