მან ასევე აღნიშნა, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების“ მიმართ საქართველოს სტრატეგიის ერთ-ერთ პოზიციას წარმოადგენს სახელმწიფო საზღვრის ცნების გაბუნდოვანებისკენ მიმართული მუშაობა.
„ისინი წარმოუდგენელ ძალისხმევას ხარჯავენ, რომ თავად ტერმინი „სახელმწიფო საზღვარი“ არ არსებობდეს. ქართული მხარე იმის მიღწევას ცდილობს, რომ სახელმწიფო საზღვარი იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე და ადამიანებისათვის, სატრანსპორტო საშუალებებისათვის, ტვირთებისა და საქონლისთვის ღია“, - აღნიშნა კოლბინმა.
მისი თქმით, ამგვარი სიტუაცია გარკვეულ დაღს ასვამს სასაზღვრო სამსახურის საქმიანობას.
"ხელისუფლების მიერ მიღებულ ყველა დადგენილებას, რომელიც საზღვრის მოწყობასა და დაცვას ეხება, ცალმხრივი ხასიათი აქვს, როგორც კი მიღწეულ იქნება შეთანხმება ჩვენს კოლეგებთან იმის შესახებ, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ჩვენ ქართულ მხარესთან სახელმწიფო საზღვრის გაფორმებაზე ვიმუშავებთ, განვსაზღვრავთ მისი გადაკვეთის ადგილსა და რეჟიმს, გამშვებ პუნქტებს, ყველაფერს, რაც ნებისმიერი სახელმწიფო საზღვრის ნორმალური მუშაობისთვის არის აუცილებელი", - განაცხადა მან.
კოლბინმა განმარტა, რომ სახელმწიფო საზღვარი ორმხრივი შეთანხმების საგანია, მოცემულ შემთხვევაში, სამხრეთ ოსეთისა მის მეზობლებთან: ჩრდილოეთით -რუსეთთან, სამხრეთით კი - საქართველოსთან.
მისივე თქმით, საქართველოს მხრიდან სამხრეთ ოსეთის არაღიარების პირობებში სახელმწიფო საზღვრის სამართლებრივ გაფორმებაზე ლაპარაკი ჯერჯერობით ნაადრევია.
რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების ისტერიას სახელმწიფო საზღვრის ინჟინერულ მოწყობასთან დაკავშირებით, კოლბინმა განაცხადა, რომ ეს „საქართველოს შიდაპოლიტიკური პრობლემაა“.