თურქეთის მოქალაქე პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის გამო დააკავეს
საქართველო, 17 ივლისი,
საქინფორმი. შსს-ს ინფორმაციით, გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის მოქალაქე, 1977 წელს დაბადებული
ბექირ ჩ. პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულს ოზურგეთის რაიონის დასახლება შეკვეთილში, მძღოლების მოსასვენებელ შენობაში, ე. წ. „ტირ პარკში“ დროებით მფლობელობაში ჰქონდა ფართი, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ადგილს უთმობდა. „ტირ პარკის“ მომსახურე ქალბატონები მოწმის სახით დაიკითხნენ. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.